ხათუნა სამნიძე: "გასაკვირი არაა, რომ IRI-ს გამოკითხულთა უმეტესობას რიგგარეშე არჩევნები სურს"
08/11/2022 10:01:23 პოლიტიკა
"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ "გასაკვირი არაა, რომ IRI-ს გამოკითხულთა უმეტესობას რიგგარეშე არჩევნები სურს".
მისი თქმით, ეს არის იმის დამადასტურებელი, რომ ჩვენი საზოგადოების უმეტესობას ხელისუფლების ცვლილება სურს.
"პოლიტიკური პარტიების რეიტინგებიდან ჩანს, რომ ჩვენ დღითიდღე ვკარგავთ ჩვენი მოქალაქეების ნდობას პოლიტიკური პარტიების მიმართ. ეს არის ნიჰილიზმი, რომელსაც ამ ხელისუფლებამ მიაღწია და დიდი ხანი ცდილობდა მიღწევას. ამ ფონზე, მე ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია, გავაძლიეროთ ჩვენი პარტიების განვითარება", - აღნიშნა სამნიძემ.


