ევროპარლამენტში განხილვას გიული ალასანიაც ესწრებოდა
08/11/2022 15:20:52 პოლიტიკა
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომას, რომელზეც საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიურ ანგარიშს განიხილავდნენ, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანიაც ესწრებოდა.
სხდომა ბრიუსელში დღეს გაიმართა.
ანგარიშის განხილვის დაწყებამდე მას ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი მიესალმა და აღნიშნა, რომ მათ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ შეშფოთება არაერთხელ გამოთქვეს.


