Accentnews.ge
შალვა პაპუაშვილი – IRI-სა და NDI-ს კვლევების შესახებ: "რადიკალიზმის გაღვივებაში დახარჯული თანხაა"

შალვა პაპუაშვილი – IRI-სა და NDI-ს კვლევების შესახებ: "რადიკალიზმის გაღვივებაში დახარჯული თანხაა"

08/11/2022 18:23:29 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების დაკვეთით ჩატარებულ სოციალურ კვლევებში დახარჯულ თანხები ქვეყანაში რადიკალიზაციას უწყობს ხელს.

"გამოქვეყნებულ რიცხვებს არანაირ დატვირთვას არ ვაძლევ. ოპოზიცია, უმრავლესობა, ქართული საზოგადოება, ამ კვლევას ყველა უნდობლობას უცხადებს და ჯიუტად ხდება ამ რიცხვების გამოქვეყნება, რომლის შედეგიც საბოლოო ჯამში არის არეულობისა და დესტრუქციის წახალისება. რა მიზეზი აქვს ასე ჯიუტად რამდენიმე თვეში ერთხელ, ყოველ ჯერზე რიცხვების გამოქვეყნებას, რომელიც არათუ ჩვენი ანალიზით ან აღქმით არ არის სწორი, არამედ ფაქტებით დადასტურდა. [...] ე.წ. კვლევების გამოქვეყნებას არაფერი გარდა დესტრუქციის გაღრმავებისა და რადიკალიზაციის გაღარმავებისა ქართველი ხალხისთვის არ მოაქვს. ამიტომ მე მიკვირს, ერთის მხრივ ეს არის თანხა, რომელზეც ამბობენ, რომ იხარჯება ქართველი ხალხისთვის და მეორეს მხრივ, ყველა ვხედავთ და ვრწმუნდებით, რომ ეს არის თანხა დახარჯული რადიკალიზმის გაღვივებაში", - განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოსთვის გაწეულ დახმარებასთან დაკავშირებით 19 სექტემბერს განცხადება გაავრცელეს "ქართული ოცნების" ყოფლმა წევრებმა და საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილმა დეპუტატებმა და თქვეს, რომ ამერიკული დაფინანსების ნაწილი მოხმარდა სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებს.

გუშინ, 7 ნოემბერს "საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა" (IRI) გამოაქვეყნა საქართველოში საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს 52% მტკიცედ ან გარკვეულწილად უჭერს მხარს. ამავე კვლევით, მოქალაქეების დიდ უმრავლესობას ახალი პოლიტიკური პარტიების ხილვა სურს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S