Accentnews.ge
"ვიმედოვნებ, ყველა პოლიტიკური ლიდერი იზრუნებს, რომ კანდიდატის სტატუსისთვის გაწეული სამუშაო შეესაბამებოდეს ევროკავშირის სტანდარტებს"

"ვიმედოვნებ, ყველა პოლიტიკური ლიდერი იზრუნებს, რომ კანდიდატის სტატუსისთვის გაწეული სამუშაო შეესაბამებოდეს ევროკავშირის სტანდარტებს"

09/11/2022 08:15:29 პოლიტიკა

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყანაში ყველა პოლიტიკური ლიდერი გაერთიანდება და იზრუნებს, რომ კანდიდატის სტატუსისთვის გაწეული სამუშაო შეესაბამებოდეს ევროკავშირის სტანდარტებს.

მისი თქმით, საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაცია გამოწვევად რჩება.

„ვეთანხმებით მოწოდებას პოლიტიკური მხარეების მისამართით, რომ გაერთიანდნენ დემოკრატიული მართლმსაჯულების და ანტიკორუფციული ამბიციური რეფორმებისთვის. ეს სამუშაო მიმდინარეობს და ეს უნდა გაკეთდეს ინკლუზიურად. ვფიქრობ, საქართველოს აქვს კანონპროექტების წარდგენის ძალიან კარგი გამოცდილება ვენეციის კომისიასთან და სხვა ევროპულ საექსპერტო სტრუქტურებთან თანამშრომლობით, რომ მიეღო უკუკავშირი მის გასარკვევად, შეესაბამება თუ არა ეს ევროპულ სტანდარტებს იმ დროს, როდესაც საქართველოს ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე შემდეგი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის კანდიდატის სტატუსი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ღირებულია კანონპროექტის წარდგენა ვენეციის კომისიაში და მათი შეფასება. ისევე როგორც ბოლო 30 წლის განმავლობაში, აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის მკაფიო ნების მხარდაჭერას იცხოვროს უსაფრთხო, სტაბილურ, აყვავებულ დემოკრატიაში და სწორედ ამიტომ ვართ საქართველოს, საქართველოს ხალხის ევროკავშირში გაწევრიანებისა და ევროატლანტიკური მომავლის ასეთი ძლიერი მხარდამჭერები. ვიმედოვნებ, საქართველოს ყველა პოლიტიკური ლიდერი, მათ შორის, მმართველი პარტია და ოპოზიცია, ახლა გაერთიანდებიან და იზრუნებენ, რომ სამუშაო, რომელიც გაწეულია კანდიდატის სტატუსისთვის, შეესაბამებოდეს ევროკავშირის სტანდარტებს. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ლიდერები ქართველი ხალხის ამ მიზანს მიაღწევენ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S