Accentnews.ge
მინაშვილი: "მელიას და ჩვენ გვინდა, არჩევნები ჩატარდეს სააკაშვილის საკითხის გადაჭრის შემდეგ"

მინაშვილი: "მელიას და ჩვენ გვინდა, არჩევნები ჩატარდეს სააკაშვილის საკითხის გადაჭრის შემდეგ"

09/11/2022 08:40:47 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის პოლიტიკური მდივანი აკაკი მინაშვილი აცხადებს, რომ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადაჭრის შემდეგ უნდა ჩატარდეს პარტიაში არჩევნები.

"რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა აქტიური შეხვედრები პარტიის შიგნით, რომლის მთავარი საკითხი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა და ამ დასკვნის საფუძველზე მოსამზადებელი სასამართლო შუამდგომლობა იყო. მას შემდეგ, რაც ეს საკითხი გადაიჭრებოდა, საუბარი იყო ენმ-ში ყველა დონის არჩევნების ჩატარებაზე, რაც იყო ნიკა მელიას ინიციატივა. ნიკა მელია საჯაროდ საუბრობდა, რომ დიახ, არჩევნები აუცილებელია, ოღონდ გააჩნია პერიოდს და დროს. ახლა არის კრიტიკული მომენტი, რაც ეხება სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანის საკითხს. [...] ის ფორმა ძალიან სამწუხაროა და დასანანია, ამ პერიოდში მოულოდნელად იქნა ბრიფინგი ჩატარებული. ნიკა მელიას და ყველას ჩვენ გვინდა, არჩევნები ჩატარდეს, უბრალოდ ამ პერიოდში, ამ დროს, ბრიფინგის გაკეთება ცოტა უცნაურია და დასანანია“, – განაცხადა მინაშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ერთი ნაწილი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებს მოითხოვს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ნადირაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S