Accentnews.ge
პრაისი: "სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მორიგი შეხვედრის უახლოეს კვირებში გამართვაზე შეთანხმდნენ"

პრაისი: "სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მორიგი შეხვედრის უახლოეს კვირებში გამართვაზე შეთანხმდნენ"

09/11/2022 09:47:08 პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერის ნედ პრაისის განცხადებით, "სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მორიგი შეხვედრის უახლოეს კვირებში გამართვაზე შეთანხმდნენ".

„შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ დააჩქარონ მოლაპარაკებები და გამართონ მორიგი შეხვედრა უახლოეს კვირებში. ისინი მადლიერებას გამოხატავენ მდივანი ბლინკენის, ამერიკული მხარის მიმართ დისკუსიების ორგანიზებისთვის. გუშინდელი დღე დადებითი იყო იმით, რომ მხარეები შეხვდნენ. მათ გამოავლინეს უთანხმოების მრავალი სფერო. დღის ბოლოს მათ შეძლეს ერთობლივ განცხადებაზე შეთანხმება. მათ შეძლეს შეთანხმება, რომ გააგრძელონ შეხვედრები და ჩაერთონ პირდაპირ დიალოგსა და დიპლომატიაში მომდევნო კვირებში“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს ვაშინგტონში აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა 7 ნოემბერს უმასპინძლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S