Accentnews.ge
ევროპარლამენტარი არ გამორიცხავს, რომ ანგარიშში ივანიშვილის სანქცირების თაობაზე შესწორებები კვლავ გაჩნდეს

ევროპარლამენტარი არ გამორიცხავს, რომ ანგარიშში ივანიშვილის სანქცირების თაობაზე შესწორებები კვლავ გაჩნდეს

09/11/2022 09:52:34 პოლიტიკა

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ამბობს, რომ ევროპარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ რეზოლუციაში საქართველოს ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული შესწორებები არ შესულა, თუმცა დოკუმენტის პლენარულ სესიაზე გასვლის შემდეგ შესაძლოა, ეს შესწორებები კვლავ გაჩნდეს.

მისი თქმით, "მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, "ქართულ ოცნებაში" აღნიშნავენ, რომ მას არ შეეხება ანტიოლიგარქიული კანონი, ეს ქმნის ძალიან ცუდ შთაბეჭდილებას".

"იყო რამდენიმე შესწორება ივანიშვილის შესახებ, მაგრამ ისინი არ გავიდა, შესაბამისად, ეს შესწორებები, ამ დროის მონაცემებით, არაა დასკვნაში. შესაძლოა, ეს შესწორებები ისევ გაჩნდეს დასკვნაში, თუ ჯგუფები რომლებმაც ეს შესწორებები მოითხოვეს, დააყენებენ მაშინ, როდესაც დასკვნა გავა პლენარულ სესიაზე ხმის მიცემისას რამდენიმე კვირაში. ზოგადად, დეოლიგარქიზაცია არის ერთ-ერთი იმ 12 პუნქტიდან, რომელთა შესწორებაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებადაა საჭირო, ამიტომ ეს ძალზე მნიშვნელოვანია. თუ ვისაუბრებთ საქართველოს პარლამენტის მიერ შეთავაზებულ ანტიოლიგარქიულ კანონზე, მე ჯერ არ მინახავს ინგლისური თარგმანი, თუმცა მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ის უკრაინული კანონის ასლს წარმოადგენს, გარდა მცირე ცვლილებებისა, ხოლო უკრაინულმა კანონმა გარკვეული კრიტიკა მიიღო, რადგან იქიდან გამომდინარე, თუ როგორაა ის დაწერილი, შესაძლებლობა ჩნდება მისი ბოროტად გამოყენების, მათ შორის ოპოზიციის ან კონკრეტული პირების სასამართლო დევნისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ ქართული ოცნების ზოგიერთმა წარმომადგენელმა უკვე განაცხადა, რომ ანტიოლიგარქიული კანონი არ შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მიუხედავად იმისა, რომ ის კანონის განსაზღვრებით არის ოლიგარქი, ეს რა თქმა უნდა, თვლის ძალზე ცუდ შთაბეჭდილებას, თუ როგორ იქნება გამოყენებული ეს კანონმდებლობა, იქნება თუ არა ის ბოროტად გამოყენებული. ეს ყოველივე გამოიწვევს შეშფოთებას ევროპარლამენტში და აუცილებლად უნდა იყოს განხილული ქართველ კოლეგებთან", - ამბობს, "ფორმულას" ცნობით, გრეგოროვა.

გუშინ ევროპარლამენტმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დანერგვის შესახებ რეზოლუცია მიიღო. დამტკიცებულ ანგარიშში არ არის საუბარი ბიძინა ივანიშილის სანქცირებაზე, თუმცა ევროპარლამენტი იძლევა რეკომენდაციას, რომ მოგვარდეს ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S