Accentnews.ge
ზარქუა – მელიას: "ღირსი ხარ, ხაბეს გადაყენებული დაგერქვას და ასე გაბრძანდე პოლიტიკიდან"

ზარქუა – მელიას: "ღირსი ხარ, ხაბეს გადაყენებული დაგერქვას და ასე გაბრძანდე პოლიტიკიდან"

09/11/2022 11:10:27 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატი ირაკლი ზარქუა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილის მიერ პარტიის თავმჯდომარის არჩევნების მოთხოვნის ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ "უპრინციპოების და უთავმოყვარეების თავშესაფარი არ არის პოლიტიკა".

„ნიკანორ მელია – ონჯღორე სი!!!ხაბე [ლევან ხაბეიშვილი] და მისი დაჯგუფების ასაყირავებელი რომ გახდები!!! ახია შენზე და იმსახურებ ამას ყველაფერს! 2012 წლის მერე, იმ კასრების ფაილების ნახვის შემდეგ, სადაც უამრავ დანაშაულებთან და სისაძაგლესთან ერთად, მსოფლიომ ნახა როგორ ედგათ ნარები მწვალებელთა პარტიას და იქ ადამიანებს რას უშვებოდნენ და ამ საშინელებების ჩასადენად სამეგრელო ქონდათ შერჩეული! სამეგრელო, რომელიც თავისი კულტურით, ტრადიციით, ისტორიით, ბრძენი ხალხით, სტუმარ- მასპინძლობით და ვაჟკაცობით გამორჩეული კუთხეა! ამ კადრების და ამ ფაქტის ნახვის მერე როგორ შეგეძლო ზუგდიდელ კაცს, ამ მწვალებლებთან რამე საერთო გქონოდა?! ამიტომაც ღირსი ხარ, რომ ხაბეს გადაყენებული დაგერქვას შენ და ასე გაბრძანდე ქართული პოლიტიკიდან! უპრინციპოების და უთავმოყვარეების თავშესაფარი არ არის პოლიტიკა“,- წერს ზარქუა სოციალურ ქსელში.

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებს მოითხოვს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ნადირაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

„დღეს აქ ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ ლიდერებთან ერთად. ჩვენ გვინდა, გავაჟღეროთ მოთხოვნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელების მიმართ. ვფიქრობთ, პარტიის გაძლიერებას საფუძვლად უნდა დაედოს შიდაპარტიული დემოკრატიის გაძლიერება და შიდაპარტიული არჩევნები ყველა დონეზე. ვითხოვთ, ჩატარდეს ყველა დონის არჩევნები, ახლიდან აირჩეს პოლიტიკური სამდივნო, პოლიტკური საბჭო და რაც ყველაზე მთავარია, ჩატარდეს თავმჯდომარის ახალი არჩევნები. ვფიქრობთ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს ასობით ათასი თავისი გულმხურვალე, მებრძოლი, ერთგული და პატრიოტი ამომრჩევლების ლეგიტიმაცია, რათა ახალი ენერგიით, ახალი გეგმით, ახალი ბრძოლისუნარიანობით ვიბრძოლოთ ამ ქვეყნის თავისუფლებითვის. ამ საკითხთან დაკავშირებით ვიცი ჩემი ასობით კოლეგის აზრი და საჭიროა, რომ ამ ადამიანებმა ღიად საჯაროდ დააფიქსირონ თავისი აზრი“.

მოგვიანებით, ბრიფინგს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი აკაკი მინაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადაჭრის შემდეგ უნდა ჩატარდეს პარტიაში არჩევნები:

"რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა აქტიური შეხვედრები პარტიის შიგნით, რომლის მთავარი საკითხი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა და ამ დასკვნის საფუძველზე მოსამზადებელი სასამართლო შუამდგომლობა იყო. მას შემდეგ, რაც ეს საკითხი გადაიჭრებოდა, საუბარი იყო ენმ-ში ყველა დონის არჩევნების ჩატარებაზე, რაც იყო ნიკა მელიას ინიციატივა. ნიკა მელია საჯაროდ საუბრობდა, რომ დიახ, არჩევნები აუცილებელია, ოღონდ გააჩნია პერიოდს და დროს. ახლა არის კრიტიკული მომენტი, რაც ეხება სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანის საკითხს. [...] ის ფორმა ძალიან სამწუხაროა და დასანანია, ამ პერიოდში მოულოდნელად იქნა ბრიფინგი ჩატარებული. ნიკა მელიას და ყველას ჩვენ გვინდა, არჩევნები ჩატარდეს, უბრალოდ ამ პერიოდში, ამ დროს, ბრიფინგის გაკეთება ცოტა უცნაურია და დასანანია“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S