Accentnews.ge
ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის ელჩს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის ელჩს შეხვდა

10/11/2022 09:23:33 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას. მიმოიხილეს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

„ყურადღება დაეთმო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველო მზად არის, გააგრძელოს წარმატებული მედიაცია მეზობელ ქვეყნებს შორის.

მთავრობის მეთაურმა აშოტ სმბატიანს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S