Accentnews.ge
ნადირაძე: "პარტიაში შიდა არჩევნების მოთხოვნის სია გაფართოვდა"

ნადირაძე: "პარტიაში შიდა არჩევნების მოთხოვნის სია გაფართოვდა"

10/11/2022 14:47:04 პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ირაკლი ნადირაძემ დღეს კიდევ ერთი ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ სულ უფრო მეტი წევრი უერთდება მის მიერ გაჟღერებულ მოთხოვნებს პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.

მისი თქმით, ახალი თავმჯდომარის არჩევნები დაუყონებლივ უნდა გაიმართოს.

"ჩვენს ინიციატივას შემოუერთდა საქართველოს პარლამენტის 10 დეპუტატი, აჭარის უმაღლესი საბჭოს 4 დეპუტატი, ენმ-ის 52 რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, საკრებულოს წევრები მთელი საქართველოდან 277 დეპუტატი და ახლა ყველა ეს ადამიანი ჩვენს ასობითათასს მხარდამჭეთან ერთად, ველოდებით, რომ რაც შეიძლება მალე სწრაფად დაინიშნოს პოლიტსაბჭოს არჩევნები, რომ რაც შეიძლება მალე დავნიშნოთ არჩევნების თარიღი. ეს ყველაფერი კეთდება ერთადერთი მიზნით, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს ენმ, რომ ფორმაში მყოფი ნაციონალური მოძრაობა, ძლიერი და ორგანიზებული ენმ სჭირდება ოლიგარქის დამარცხებასა და მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას",- განაცხადა ნადირაძემ.

ბრიფინგს მეორე მხარემაც უპასუხა, სადაც განმარტავენ, რომ არჩევნების წინააღმდეგი არავინ არ არის და კოლეგებს ახსენებენ, რომ თუ რამე გასარკვევია გუნდის შიგნით, ამის გაკეთება ბრიფინგების გარეშეც შესაძლებელია.

ცნობისთვის: ერთადერთი ვინც ამ ეტაპზე დანამდვილებით თქვა, რომ კენჭს აუცილებლად იყრის არჩევნებში, მოქმედი თავმჯოდმარე ნიკა მელიაა. ვინ იქნება მისი კონკურეტი ჯერ–ჯერობით დაუზუსტებელია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S