Accentnews.ge
საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობაზე გაცემული რუსული პასპორტების არაღიარებას ევროკავშირში მხარი დაუჭირეს

საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობაზე გაცემული რუსული პასპორტების არაღიარებას ევროკავშირში მხარი დაუჭირეს

10/11/2022 16:28:40 პოლიტიკა

საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობაზე გაცემული რუსული პასპორტების არაღიარებას ევროპულ საბჭოში მხარი დაუჭირეს.

"ეს გადაწყვეტილება არის პასუხი რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ სამხედრო აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ. ამასთან, ეს შედეგია რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილებისა 2008 წელს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ", - ნათქვამია ევროპული საბჭოს განცხადებაში.

გადაწყვეტილება ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას ევროპარლამენტი და ევროკავშირის წევრი ქვეყნები ოფიციალურად დაამტკიცებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S