Accentnews.ge
ბოტკოველი: "მიუღებელია მოსაზრება, რომ წაგებულმა უნდა დატოვოს ენმ"

ბოტკოველი: "მიუღებელია მოსაზრება, რომ წაგებულმა უნდა დატოვოს ენმ"

10/11/2022 19:14:31 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბოტკოველი, რომელმაც პარტიის წევრების ნაწილთან ერთად საჯაროდ მოითხოვა პარტიის თავმჯდომარის არჩევნები, ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია მოსაზრება, რომ არჩევნებში დამარცხებულმა პარტია უნდა დატოვოს.

„ნებისმიერ ადამიანს, ვინც გახდება პარტიის თავმჯდომარე, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანის ნდობა ექნება და იმ ბრძოლასა და გეგმაში, რაც ექნება, ბევრი წაჰყვება. ის, რომ ვინმე გახდება თავმჯდომარე და ვინც წააგებს, იმან უნდა დატოვოს „ნაციონალური მოძრაობა“, მიუღებელია“, – განაცხადა მან „ფორმულას“ ეთერში.

ცნობისთვის: 9 ნოემბერს ბრიფინგზე ენმ-ის წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რომ პარტიის ნაწილი ყველა სტრუქტურის და თავმჯდომარის არჩევნებს მოითხოვენ.

ირაკლი ნადირაძის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის პოლიტიკური მდივანი აკაკი მინაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თავად ნიკა მელია არჩევნების ჩატარებაზე დიდი ხანია საუბრობს და თანახმაა, თუმცა ამას აპირებდნენ მას შემდეგ, რაც ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხი გადაწყდებოდა.

9 ნოემბერს საღამოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ მზადაა, ნებისმიერ დროს ამ პროცესის დასაწყებად და არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.

ერთადერთი ვინც ამ ეტაპზე დანამდვილებით თქვა, რომ კენჭს აუცილებლად იყრის არჩევნებში, მოქმედი თავმჯოდმარე ნიკა მელიაა. ვინ იქნება მისი კონკურეტი ჯერ–ჯერობით დაუზუსტებელია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S