ერდოღანი: "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ენერგოინიციატივაა"
11/11/2022 08:09:45 პოლიტიკა
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ენერგოინიციატივაა. ამის შესახებ მან სამარყანდში თურქულენოვან სახელმწიფოთა ორგანიზაციის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, სტრატეგიული ენერგეტიკული დერეფნები თურქულენოვანი სახელმწიფოების ტერიტორიაზე გადის.
"თურქულენოვან სახელმწიფოთა ორგანიზაციის ფარგლებში ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ერთობლივ პროექტებს ენერგეტიკის სექტორში. ანკარა დიდი ხანია, ახორციელებს თურქეთის და რეგიონის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის ინიციატივებს. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ენერგეტიკული ინიციატივაა“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.


