Accentnews.ge
გოცირიძე – ჩალაძეზე: "ამ ადამიანს უნდა, რომ პარტიის თავმჯდომარე გახდეს? დაგვცინით?"

გოცირიძე – ჩალაძეზე: "ამ ადამიანს უნდა, რომ პარტიის თავმჯდომარე გახდეს? დაგვცინით?"

11/11/2022 08:51:55 პოლიტიკა

„ამ ადამიანს უნდა, რომ პარტიის თავმჯდომარე გახდეს? დაგვცინით?“, — ასე ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე თანაპარტიელ გიორგი ჩალაძის განცხადებას ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დააყენების თაობაზე.

გოცირიძის თქმით, პროცესმა უკვე კომიკური სახე მიიღო.

„პარტიაში უნდა ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები და პარტიის ხელმძღვანელობის ყველა რგოლი უნდა დაკომპლექტდეს ღირსეული და კვალიფიციური ადამიანებით“, — წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: 9 ნოემბერს ენმ-ის წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რომ პარტიის ნაწილი ყველა სტრუქტურის და თავმჯდომარის არჩევნებს მოითხოვს.

ირაკლი ნადირაძის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის პოლიტიკური მდივანი აკაკი მინაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თავად ნიკა მელია არჩევნების ჩატარებაზე დიდი ხანია საუბრობს და თანახმაა, თუმცა ამას აპირებდნენ მას შემდეგ, რაც ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხი გადაწყდებოდა.

9 ნოემბერს საღამოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ მზადაა, ნებისმიერ დროს ამ პროცესის დასაწყებად და არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.

11 ნოემბერს გიორგი ჩალაძემ განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატურას წარადგენს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S