Accentnews.ge
ვაშაძე: "ქალიშვილი მყავს დაფიცებული, სიტყვას არ ვამბობ საქართველოს შიდა პოლიტიკაზე"

ვაშაძე: "ქალიშვილი მყავს დაფიცებული, სიტყვას არ ვამბობ საქართველოს შიდა პოლიტიკაზე"

11/11/2022 11:56:02 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, დეპუტატი გროგოლ ვაშაზე აცხადებს, რომ დაფიცებული აქვს, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკაზე არ ილაპარაკებს და არ აინტერესებს რა ხდება ენმ–ში.

„წარმოდგენაც არ მაქვს რას მელაპარაკებით. შენს ოჯახში რა ხდება ვიცი? ისე არ ვიცი იქ რა ხდება. არ მაინტერესებს. ქალიშვილი მყავს დაფიცებული, სიტყვას არ ვამბობ საქართველოს შიდა პოლიტიკაზე“, - მიმართა გრიგოლ ვაშაძემ „TV პირველის“ ჟურნალისტს ლინიკა „ვივამედში“ შესავლამდე.

ვაშაძე კლინიკაში ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ცოტა ხნის წინ მივიდა.

ცნობისთვის: 9 ნოემბერს ენმ-ის წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რომ პარტიის ნაწილი ყველა სტრუქტურის და თავმჯდომარის არჩევნებს მოითხოვს.

ირაკლი ნადირაძის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის პოლიტიკური მდივანი აკაკი მინაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თავად ნიკა მელია არჩევნების ჩატარებაზე დიდი ხანია საუბრობს და თანახმაა, თუმცა ამას აპირებდნენ მას შემდეგ, რაც ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხი გადაწყდებოდა.

9 ნოემბერს საღამოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ მზადაა, ნებისმიერ დროს ამ პროცესის დასაწყებად და არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.

11 ნოემბერს ენმ–ის წევრმა გიორგი ჩალაძემ განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატურას წარადგენს. მოგვიანებით, მსგავსი განცხადება გააკეთა აქტივისტმა გიორგი მუმლაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S