Accentnews.ge
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამშრომლების დისკრიმინაციის გამო დააჯარიმეს

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამშრომლების დისკრიმინაციის გამო დააჯარიმეს

11/11/2022 19:07:46 პოლიტიკა

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს აპარატის თანამშრომლების პოლიტიკური დისკრიმინაციის გამო, შრომის ინსპექციამ 1200 ლარით დააჯარიმა.

ის ყოფილი შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" წევრია.

შრომის ინსპექციის მიერ შეროზიას შესახებ გასაჯაროებულ დასკვნაში წერია, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან „განგრძობითი ზეწოლა“ ხდებოდა აპარატის თავმჯდომარე არჩილ ძამაშვილის და აპარატის ცალკეული თანამშრომლების მიმართ. თავად არჩილ ძამაშვილმა 11 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ საკრებული შეროზია მას თანამდებობის დატოვებას აიძულებდა და როცა ამაზე ვერ დაითანხმა, ცუდი შეფასება დაუწერა.

სამსახურიდან წასვლის იძულებაზე საუბრობს საკრებულოს კიდევ ერთი თანამშრომელი გივი წილოსანი. ის ამბობს, რომ თავმჯდომარეს არ მოწონდა "ქართული ოცნების" სასარგებლოდ მისი მუშაობა.

„ეს არის ტყუილი, სამუშაო საათების შემდეგ ვის სასარგებლოდ ვიმუშავებ არავის საქმე არ არის. თუ ნოდარ შეროზიამ არ შეასრულა შრომის ინპექციის მოხოვნა, სამსახურიდან წავალ, რადგან ასეთ მტრულ გარემოში შეუძლებელია მუშაობა“,- თქვა 11 ნოემბერს გივი წილოსანმა.

„ფაქტები და საქმეში მოვლენების განვითარების თანმიმდევრობა ადასტურებს საკრებულოს აპარატში დასაქმებულ პირთა მიმართ შევიწროებას განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ნიშნით“- წერს ინსპექცია და მოუწოდებს საკრებულოს, უზრუნველყონ ჯანსაღი და თავისუფალი სამუშაო გარემო ნებიესმიერი შეხედულების მქონე თანამშრომლისთვის.

შრომის ინსპეცია საკრებულოში 2022 წლის აგვისტოში შევიდა, საკრებულოს აპარატის რამდენიმე თანამშრომლის მოთხოვნით.

თავად ნოდარ შეროზია კატეგორიულად უარყოფს თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციას, შრომის ინსპექციის დასკვნას არაობიექტურად მიიჩნევს და მის გასაჩივრებას აპირებს.

„ადამიანი, რომლის მიმართაც თითქოს დისკრიმინაციული მოპყრობა დადგინდა, არის იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის ძმა. შრომის ინსპექციამ ამ გადაწყვეტილებით შეასრულა „ოცნების“ პოლიტიკური დაკვეთა ოპოზიციური საკრებულოს წინააღმდეგ. ეს არის თვითმმართველობებზე იმ თავდასხმის გაგრძელება, რომელიც საკრებულოს არჩევნებში დამარცხების შემდეგ დააანონსა მმართველმა პარტიამ“, – თქვა 11 ნოემბერს ნოდარ შეროზიამ.

რუსთავის 35 წევრიან საკრებულოში უმრავლესობა ნაციონალურ მოძრაობას და გახარიას პარტიას აქვთ შექმნილი. საკრებულოს აპარატში ჯამში 44 ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S