Accentnews.ge
“ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ენერგეტიკული ინიციატივაა”

“ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ენერგეტიკული ინიციატივაა”

12/11/2022 06:50:26 პოლიტიკა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ენერგეტიკული ინიციატივაა, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, 11 ნოემბერს სამარყანდში, თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის IX სამიტზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ UTC განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ერთობლივი ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას:

„სასარგებლო იქნება თურქეთის საინვესტიციო ფონდის სწრაფად დაარსება. მე მჯერა, რომ ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას.”

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება UTC ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ტრანსპორტის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სფეროებში.

მან ასევე ისაუბრა სამხრეთის გაზის დერეფნის მნიშვნელობაზე.

ერდოღანი სიტყვით გამოსვლისას სამხრეთ კავკასიაში არსებულ სიტუაციასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ანკარა მხარს უჭერს აზერბაიჯანს რეგიონში მშვიდობის გზების ძიებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S