„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში ნიკა მელიას მხარს დაუჭერს
14/11/2022 13:41:18 პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია აცხადებს, რომ ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში ნიკა მელიას მხარს დაუჭერს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
კობა ნაყოფია აღნიშნავს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებში არ ერევა:
„მიხეილ სააკაშვილი არ ერევა ამ პროცესებში. [პარტიაში რაც ხდება] რა თქმა უნდა, არ მოსწონს და მიაჩნია, რომ რა დროს ესაა. ჩვენი ენერგია და ძალა სხვა საკითხებზე უნდა იყოს მიმართული – ჩვენ ახლა უნდა შევცვალოთ ხელისუფლება და არა „ნაციონალური მოძრაობა".
მისი თქმით, ნიკა მელიას პარტიის თავმდჯომარის პოსტზე საკუთარი თავი არ ამოუწურავს.
კითხვაზე, შემოხაზავს თუ არა მელიას ენმ-ის არჩევნებში, ნაყოფიამ შემდეგი განაცხადა:
„ჩემი პოზიცია თუ გაინტერესებთ, დიახ".


