ხვალ ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს ეწვევა
14/11/2022 15:00:26 პოლიტიკა
ხვალ საქართველოს სამუშაო ვიზიტით ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ეწვევა.
პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციის პრეს–სამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვედრა როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატებში.
შეხვედრის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში 14:00 საათზე ღარიბაშვილისა და ვარჰეის ერთობლივ პრეს–კონფერენციას გამართავენ.


