პაველ ჰერჩინსკი – "საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დამოკიდებულია ქვეყნის პოლიტიკურ ელიტაზე"
15/11/2022 06:32:16 პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ელიტაზე.
მისი თქმით, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ქართველებმა ერთად იმუშაონ 12 რეკომენდაციის განხორციელებაზე და პროცესი იყოს ინკლუზიური.
"მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ და ოპოზიციურმა პარტიებმა ერთად იმუშაონ და ოპოზიცია ამ პროცესში კონსტრუქციულად ჩაერთოს. 12 რეკომენდაციაზე მუშაობა შეფასდება მომავალ წელს. საქართველო შეფასდება დანარჩენ ქვეყნებთან ერთად, რომლებიც მიისწრაფვიან ევროკავშირში გაერთიანებისკენ. იმედი მაქვს, საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ეს დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ელიტაზე და მათ მიერ 12 რეკომენდაციის განხორციელების გზაზე. 12 რეკომენდაციის განხორციელება უნდა მოხდეს ინკლუზიურად. ეს მოითხოვს ყველას ერთობლივ მუშაობას, ეს მოითხოვს იმას, რომ მთავრობა ღია იყოს ოპოზიციისთვის და მოითხოვს, რომ ოპოზიციამ კონსტრუქციულად იმუშაოს მთავრობასთან 12 რეკომენდაციის განხორციელების მიზნით“, - აღნიშნა ელჩმა.


