ევროკავშირის ელჩი ჰერჩინსკი ევროკომისარ ვარჰეის საქართველოში ვიზიტის ორ ძირითად მიზეზს ასახელებს
15/11/2022 07:21:32 პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის საქართველოში ვიზიტის ორ ძირითად მიზეზს ასახელებს.
მისი თქმით, ვარჰეის ვიზიტი კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს
„დღეს ჩვენ გვაქვს გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ოფიციალური ვიზიტი. ეს არის პირველი ასეთი მაღალი დონის ვიზიტი მას შემდეგ, რაც საქართველომ ივნისში ევროპული პერსპექტივა მიიღო. არსებობს ვიზიტის ორი ძირითადი მიზეზი. პირველი არის 12 რეკომენდაციასთან და მის განხორციელების გზასთან დაკავშირებული განხილვა, მეორე მიზეზი კი არის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა ჩვენს პროექტებთან ერთად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, რომლის მიზანია საქართველოს ეკონომიკის განვითარება ევროკავშირის მხარდაჭერით. ძალიან დატვირთული პროგრამა გვაქვს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით. ჩვენ ასევე შევხვდებით პრეზიდენტს, პარლამენტის წევრებს. გვექნება შეხვედრები პარლამენტში ყველა პოლიტიკურ პარტიასთან. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს ვიზიტი კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს“, - აღნიშნა ელჩმა.


