საქართველოს ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ეწვია
15/11/2022 06:38:30 პოლიტიკა
საქართველოს ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი ეწვია.
ოლივერ ვარჰეის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია და ევროკავშირში საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი დახვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან, მათ შორის – აუდიენციები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში.
14:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილისა და ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრეს–კონფერენციაც გაიმართება.
დღესვე ოლივერ ვარჰეი პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს შეხვდება.


