Accentnews.ge
ზურაბიშვილი: "სტატუსი ვერ მივიღეთ, რადგან რეფორმებმა დაიგვიანეს, მანამდე მისწრაფება ევროპისკენ უშეცდომო იყო"

ზურაბიშვილი: "სტატუსი ვერ მივიღეთ, რადგან რეფორმებმა დაიგვიანეს, მანამდე მისწრაფება ევროპისკენ უშეცდომო იყო"

15/11/2022 09:00:09 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Franceinfo-სთან ინტერვიუში საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივასა და სტატუსის მიღებასთან დაკავშირებულ მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.

„საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, ამისთვის იყო მიზეზები, ბოლო პერიოდში რეფორმებმა დააგვიანეს, რადგან მანამდე საქართველოს მისწრაფება ევროპისკენ ვიტყოდი, რომ უშეცდომო იყო. [...] ახლა მუშაობა მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში, პროგრესი არსებობს, რომელიც ჯერ ბოლომდე არ აკმაყოფილებს 12 რეკომენდაციას".

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი სწრაფად უნდა მიენიჭოს:

"მიმაჩნია, რომ დღეს სტრატეგიულად სასწრაფო მომენტია, რომ ,,კი“ – ეთქვას საქართველოს. კარგად ვიცით, რომ კანდიდატის სტატუსის მოპოვება არ ნიშნავს ამ გზის დასასრულს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S