ვარჰეი: "ევროკავშირი არ აარჩევს რომელია კარგი ოლიგარქი და რომელია ცუდი, არაჯანსაღი გავლენა არავის უნდა ჰქონდეს"
15/11/2022 11:05:56 პოლიტიკა
ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ევროკავშირი არ აარჩევს რომელია კარგი ოლიგარქი და რომელია ცუდი. მისი თქმით, იდეა კრიტერიუმების მკაფიოდ განსაზღვრაშია.
"იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ეს კრიტერიუმები მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული. არავის უნდა ჰქონდეს არაჯანსაღი გავლენა პოლიტიკურ, საკანონმდებლო, იურიდიულ გადაწყვეტილებებზე თავისი თავის სასიკეთოდ, ან სხვების სასიკეთოდ, რომელიც საბოლოო ჯამში მისთვის სასიკეთო იქნება", - განაცხადა ევროკომისარმა.
ევროკომისამრა აღნიშნა, რომ სთავაზობენ მთავრობას დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიას გაუგზავნოს შესაფასებლად:
"ჩვენი კრიტერიუმები ყოველთვის არის ზოგადი და არასდროს უკავშირდება კერძოდ რომელიმე ადამიანს და არც შეიძლება უკავშირდებოდეს. სწორედ ამიტომ, როდესაც საუბარი კანონზე დეოლიგარქიზაციის შესახებ, ჩვენ ვთხოვეთ ქვეყანას ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობა, რომელიც ამ სისტემას დაარეგულირებს. სწორედ ამიტომ ვთავაზობთ მთავრობას, რომ ვენეციის კომისიაზე გაიტანოს შესაფასებლად ეს კანონპროექტი და ვნახოთ, რამდენად მიიყვანს ეს იურიდიული ინსტრუმენტი იმ მიზნამდე ქვეყანას, რომელიც გაწერილია ამ პრიორიტეტებში".


