ევროკომისარი: "ვთავაზობთ მთავრობას, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიას გაუგზავნოს შესაფასებლად"
15/11/2022 11:13:20 პოლიტიკა
ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობას სთავაზობენ, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიას გაუგზავნოს შესაფასებლად. ამის შესახებ მან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენი კრიტერიუმები ყოველთვის არის ზოგადი და არასდროს უკავშირდება კერძოდ რომელიმე ადამიანს და არც შეიძლება უკავშირდებოდეს. სწორედ ამიტომ, როდესაც საუბარი კანონზე დეოლიგარქიზაციის შესახებ, ჩვენ ვთხოვეთ ქვეყანას ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობა, რომელიც ამ სისტემას დაარეგულირებს. სწორედ ამიტომ ვთავაზობთ მთავრობას, რომ ვენეციის კომისიაზე გაიტანოს შესაფასებლად ეს კანონპროექტი და ვნახოთ, რამდენად მიიყვანს ეს იურიდიული ინსტრუმენტი იმ მიზნამდე ქვეყანას, რომელიც გაწერილია ამ პრიორიტეტებში", – განაცხადა ვარჰეიმ.


