ოლივერ ვარჰეი საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებს ხვდება
15/11/2022 13:34:05 პოლიტიკა
ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშილს ხვდება.
საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრების ნაწილი ესწრება.
საუბარი შეეხება საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საჭირო 12 რეკომენდაციის შესრულებას.
ოლივერ ვარჰეი თბილისს დღეს ეწვია. იგი უკვე შევხდა საქართველოს პრემიერ–მინისტრსა და პრეზიდენტს.


