ღარიბაშვილი: "ევროკავშირ-საქართველოს გაფართოებული შეხვედრა კარგი შესაძლებლობაა საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად"
15/11/2022 13:42:04 პოლიტიკა
ევროკავშირსა და საქართველოს შორის, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მონაწილეობით საინტერესო გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, გაფართოებული შეხვედრა შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვისა და რესურსების მობილიზაციის თვალსაზრისით კარგი შესაძლებლობაა როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საფლაგმანო პროექტების განსახორციელებლად.
„ევროკავშირსა და საქართველოს შორის, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მონაწილეობით საინტერესო გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვისა და რესურსების მობილიზაციის თვალსაზრისით როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საფლაგმანო პროექტების განსახორციელებლად“, – წერს პრემიერ-მინისტრი.


