Accentnews.ge
"ტოლერანტობა ქართული იდენტობის განუყოფელი ნაწილია, ჩვენ პატივს ვცემთ და ყოველთვის დავიცავთ თითოეული მოქალაქის ღირსებასა და თავისუფლებას"

"ტოლერანტობა ქართული იდენტობის განუყოფელი ნაწილია, ჩვენ პატივს ვცემთ და ყოველთვის დავიცავთ თითოეული მოქალაქის ღირსებასა და თავისუფლებას"

16/11/2022 07:18:47 პოლიტიკა

"დღეს, მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ", – აცხადებს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

მისი თქმით, "ტოლერანტობა ქართული იდენტობის განუყოფელი ნაწილია":

"ტოლერანტობა, ადამიანის დაფასება, ღირსების პატივისცემა და განსხვავებულის მიმღებლობა ჩვენი დიდი კულტურისა და ისტორიის უწყვეტი ტრადიცია და ქართული იდენტობის განუყოფელი ნაწილია. საუკუნეთა განმავლობაში ჩვენს მიწაზე სხვადასხვა ეროვნების, რელიგიისა და ტრადიციების მქონე განსხვავებული ადამიანები ღირსეულად თანაცხოვრობდნენ და ერთად ქმნიდნენ ჩვენი საერთო სამშობლოს ისტორიას. დღესაც, თანამედროვე, ევროპული საქართველოს, მშვიდობიანი და განვითარებაზე ორიენტირებული საზოგადოების შენების ფუნდამენტი სწორედ ეს დიდი მემკვიდრეობა და ღირებულებებია. ამ საზოგადოების ყველა ჯგუფს, მის თითოეულ წევრს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ამ მნიშვნელოვანი პროცესის მონაწილე და შემოქმედია. ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებულია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ფუნდამენტური ღირებულებები. ჩვენ პატივს ვცემთ და ყოველთვის დავიცავთ თითოეული მოქალაქის ღირსებასა და თავისუფლებას".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S