Accentnews.ge
ვარჰეი: "ევროკავშირი მზად არის, საქართველოს ბლოკში გაწევრიანებაში დაეხმაროს"

ვარჰეი: "ევროკავშირი მზად არის, საქართველოს ბლოკში გაწევრიანებაში დაეხმაროს"

16/11/2022 08:11:46 პოლიტიკა

ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში საქართველომ მკაფიოდ განგვიცხადა, რომ მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანებას მიიჩნევს საკმარისად ძლიერ სამიზნედ გრძელვადიანი მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის, – ამის შესახებ ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

ვარჰეი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი მზად არის, ეს გზავნილი შეუსრულოს საქართველოს.

„ამ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში საქართველომ ძალიან მკაფიოდ განგვიცხადა, რომ მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანებას მიიჩნევს საკმარისად ძლიერ სამიზნედ გრძელვადიანი მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის. საქართველოში ვიმყოფები იმის სათქმელად, რომ მზად ვართ, ეს გზავნილი შევუსრულოთ საქართველოს“, – წერს ოლივერ ვარჰეი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S