Accentnews.ge
საპარლამენტო უმრავლესობა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის საკითხის განხილვას ევრორეკომენდაციებზე მუშაობის შემდეგ გეგმავს

საპარლამენტო უმრავლესობა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის საკითხის განხილვას ევრორეკომენდაციებზე მუშაობის შემდეგ გეგმავს

16/11/2022 09:28:22 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტი და საპარლამენტო უმრავლესობა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის საკითხის განხილვას ევროკავშირის 12-პუნქტიან რეკომენდაციებზე მუშაობის დასრულების შემდეგ გეგმავს.

როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, მათ ამ საკითხის განსახილველად შეზღუდული ვადები არ ჰქონდათ.

"ჩვენ გვქონდა და გვაქვს კონსულტაციები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ჩვენ შეჯერებული ვართ იმაზე, რომ დავიწყოთ საკომიტეტო მოსმენების პროცესი, შეჯერებული ვართ იმაზე, რომ ჩვენ დედლაინი გვაქვს 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად, ჩვენ როგორც კი ამოვწურავთ ამ ძირითად პრიორიტეტულ საკითხებს, მალევე დავიწყებთ იმის ორგანიზებას, რომ შესაბამის კანდიდატებს კომიტეტებს მოვუსმინოთ. ჩვენ არ გვაქვს რაიმე ვალდებულება, დროში შეზღუდვა, რომ დღეს ან ხვალ გაგვეკეთებინა", - აღნიშნა ოხანაშვილმა.

5 აგვისტოს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს წარუდგინა თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატთა შორის იყო ცესკოს მოქმედი ხელმძღვანელი გიორგი კალანდარიშვილი, თუმცა ის პრეზიდენტმა პარლამენტის წინაშე არ წარადგინა.

პარლამენტმა ასევე უნდა აირჩიოს პროფესიული ნიშნით შერჩეული ცესკოს ორი წერვი. ამ თანამდებობაზე წარდგენილები არიან: ქრისტინე ქაჯაია და ლევან ისაკაძე და ასევე, გიორგი მარსაგიშვილი და ნათია წიპტაური.

გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობას ორჯერ 6-6-თვიანი ვადით იკავებს. ის ორივეჯერ პარლამენტს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარუდგინა, თუმცა ოპოზიციური პარტიებისგან საკმარისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. მას ამ თანამდებობის დაკავება მესამედ სურდა. ის ახლა ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S