Accentnews.ge
ბრიტანეთის ელჩი: "მნიშვნელოვანია, ყველა პარტია გაერთიანდეს და გულმოდგინედ იმუშაონ რეკომენდაციების განსახორციელებლად"

ბრიტანეთის ელჩი: "მნიშვნელოვანია, ყველა პარტია გაერთიანდეს და გულმოდგინედ იმუშაონ რეკომენდაციების განსახორციელებლად"

16/11/2022 10:43:06 პოლიტიკა

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩ მარკ კლეიტონის განცხადებით, "მნიშვნელოვანია, ყველა პარტია გაერთიანდეს და გულმოდგინედ იმუშაონ ევრორეკომენდაციების განსახორციელებლად".

„დიდი ბრიტანეთი აღარ არის ევროკავშირის წევრი, ასე რომ, ჩვენ პირდაპირ არ ვართ ჩართული ამ პროცესში. დიდი ბრიტანეთი აბსოლუტურად მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს, რომ გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი. საზოგადოებრივი აზრის ყოველი გამოკითხვა, რომელიც მე მინახავს, ცხადყოფს, რომ მოსახლეობის დიდ უმრავლესობას სურს, საქართველო ევროკავშირსა და ნატოს შეუერთდეს. ასევე, თითოეული ძირითადი პოლიტიკური პარტია აცხადებს, რომ ეს [ევროატლანტიკური ინტეგრაცია] მათი მიზანია. ასე, რომ ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის ის, რომ ყველა პარტია გაერთიანდეს და გულმოდგინედ იმუშაონ 12-პუნქტიანი რეკომენდაციის განსახორციელებლად, რათა საქართველო წინ წაწიონ ევროკავშირის წევრობისკენ“, - განაცხადა კლეიტონმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S