Accentnews.ge
"თუ ლევან ხაბეიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ აირჩევენ, გამიხარდება, მეტად გავერთობით"

"თუ ლევან ხაბეიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ აირჩევენ, გამიხარდება, მეტად გავერთობით"

16/11/2022 15:30:10 პოლიტიკა

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურას უჭერს მხარს.

„მე ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურას ვუჭერ მხარს. „ნაციონალური მოძრაობა” დღეს იმ მდგომარეობაშია, რომ სწორედ ლევან ხაბეიშვილს იმსახურებს პარტიის თავმჯდომარედ. ჩემი სრული მხარდაჭერა მას. ძალიან გამეხარდება, თუ ლევან ხაბეიშვილი იქნება არჩეული „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარედ. ცოტა უფრო მეტად გავერთობით", – განაცხადა კახა კალაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს. ამის შესახებ ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"რამდენიმე დღიანი კონსულტაციის შედეგად ჩემს მეგობრებთან, თანამებრძოლებთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება მონაწილეობა მივიღო არჩევნებში და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შევთავაზო საკუთარი კანდიდატურა. ამ გამოწვევას ვიღებ არა ვინმეს საწინააღმდეგოდ, არამედ „ნაციონალური მოძრაობის გასაძლიერებლად“, - აცხადებს ხაბეიშვილი.

მისი შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დაუბრუნდეს იმ ხალხს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია „ვარდების რევოლუციის“ იდეალები.

"ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დაუბრუნდეს იმ ხალხს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია „ვარდების რევოლუციის“ იდეალები, იმ ადამიანებს, ვინც უამრავი წნეხის, დევნის მიუხედავად არ შეუშინდა არაფერს და მზად არის თავი გაწიროს ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის, ვის მაგალითსაც ჩვენი სამხედროები უკრაინაში მთავარი მტრის, პუტინის რუსეთის წინააღმდეგ ყოვედღიურად გვაჩვენებენ. მინდა ხელი გავუწოდო ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა, ერთობა, ვისაც ცვლილებების, გაძლიერების სურვილი აქვს და უნდა, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს რუსი ოლიგარქის, კრიმინალური რეჟიმის დამარცხებაში“, - აცხადებს ხაბეიშვილი.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრთა ნაწილი პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს. ამ საკითხზე პოლიტიკოსების ერთმა ჯგუფმა 9 ნოემბერს პრესკონფერენცია გამართა.

არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს: პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ - ნიკა მელიამ, ამ პარტიის წევრმა - გიორგი ჩალაძემ და "მოძრაობა საქართველოსთვის" ლიდერმა - გიორგი მუმლაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S