Accentnews.ge
"ფლანგვის დეტექტორი" – თანამშრომელთა უკანონო გათავისუფლებით წულუკიანმა იუსტიციის მინისტრობისას ბიუჯეტი 332 000 ლარით აზარალა

"ფლანგვის დეტექტორი" – თანამშრომელთა უკანონო გათავისუფლებით წულუკიანმა იუსტიციის მინისტრობისას ბიუჯეტი 332 000 ლარით აზარალა

16/11/2022 16:55:35 პოლიტიკა

"ფლანგვის დეტექტორის" მონაცემებით, თანამშრომელთა უკანონო გათავისუფლებით თეა წულუკიანმა იუსტიციის მინისტრობის პერიოდში ბიუჯეტი 332 000 ლარით აზარალა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2019-2022 წელს საჯარო სამსახური პირადი განცხადების საფუძველზე 4,039 პირმა დატოვა.

"2017 წელს ძალაში შესულმა კანონმა საჯარო სამსახურის შესახებ დანერგა სამართლებრივი ბერეკეტი, რომელიც საჯარო სამსახურიდან პოლიტიკური მოტივებით საჯარო მოხელეთა გათავისუფლების შესაძლებლობას ამცირებს. ეს იმას გულისხმობს, რომ თანამდებობის პირი შეზღუდულია საჯარო მოხელე გაათავისუფლოს პოლიტიკური ან პირადი მოტივის საფუძველზე. მიუხედავად ამისა, საჯარო სამსახურში მნიშვნელოვნად იმატა შემთხვევების რაოდენობამ, როდესაც საჯარო მოხელეები საჯარო სამსახურს პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებენ. საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, პირადი განცხადების საფუძველზე საჯარო სამსახური დატოვა: 2019 წელს – 1032 პირმა, 2020 წელს – 1198 პირმა, 2021 წელს კი 1809 პირმა.

აღნიშნული სტატისტიკა გვაფიქრიბინებს, რომ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება საჯარო სამსახურში ისევ არსებობს, უბრალოდ ამჯერად საჯარო მოხელეთა უკანონოდ გათავისუფლებამ ახალი ფორმა მიიღო.საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ დადასტურდა საჯარო მოხელის უკანონოს გათავისუფლების შემთხვევა, საჯარო უწყება ვალდებულია, ყოფილ საჯარო მოხელეს კომპენსაცია გადაუხადოს.

2019-2021 წლებში სამსახურიდან გათავისუფლებულ პირთა კომპენსაციებზე 1,839,606 ლარი დაიხარჯა. აქედან 420,078 ლარი უკანონოდ გათავისუფლებულ მოხელეთა კომპენსაციებზე მოდის.

2021 წელს ბიუჯეტიდან კომპენსაციაზე ჯამში 356,046 ლარი დაიხარჯა. აქედან უკანონოდ გათავისუფლებულ მოხელეთა კომპენსაციაზე – 88,819 ლარი, ხოლო რეორგანიზაციის შედეგად შემცირებაში მოყოლილი 55 ადამიანის 1 ან 3 თვის კომპენსაციაზეც 267,227 ლარი დაიხარჯა.

2020 წელს ბიუჯეტიდან კომპენსაციაზე ჯამში 492,844 ლარი დაიხარჯა. აქედან უკანონოდ გათავისუფლებულ მოხელეთა კომპენსაციაზე 212,597 ლარი, ხოლო რეორგანიზაციის შედეგად შემცირებაში მოყოლილი 56 ადამიანის 1 ან 3 თვის კომპენსაციაზეც 280,247 ლარი დაიხარჯა.

2019 წელს ბიუჯეტიდან კომპენსაციაზე ჯამში 990,715 ლარი დაიხარჯა. მათგან უკანონოდ გათავისუფლებულ მოხელეთა კომპენსაციაზე 118,662 ლარი, ხოლო რეორგანიზაციის შედეგად შემცირებაში მოყოლილი 56 ადამიანის 1 ან 3 თვის კომპენსაციაზეც 872,053 ლარი დაიხარჯა.რაც შეეხება უკანონოდ გათავისუფლებულ პირებს, ამ მხრივ თეა წულუკიანი გამორჩეული მინისტრია.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" მონაცემებით, თეა წულუკიანის იუსტიციის მინისტრობის პერიოდში იუსტიციის სამინისტროს სისტემიდან თანამშრომლების გათავისუფლების შემდეგ წამოწყებული სასამართლო დავების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტმა 332,172 ლარით იზარალა. ეს მონაცემები კი იმ 18 გათავისუფლებული პირის მონაცემებს ეყრდნობა, რომელთა იურიდიულ მომსახურებასაც TI ახორციელებდა.

სამინისტროს ცვლილების შემდგომ, ამჟამად ყურადღების ცენტრში კულტურის სამინისტრო მოექცა. უკანონოდ გათავისუფლების გამო არაერთმა პირმა დაიწყო დავა კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ. თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე გადაწყვეტილება 1 სექტემბერს გამოიტანა და უკანონოდ მიიჩნია ეროვნული მუზეუმიდან თანამშრომლის, დინარა ვაჩნაძის გათავისუფლება. საქმეთა ნაწილის განხილვა კვლავ მიმდინარეობს", –ნათქვამია "ფლანგვის დეტექტორის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S