Accentnews.ge
დონფრიდი: "მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად"

დონფრიდი: "მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად"

17/11/2022 08:25:47 პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. ამის შესახებ მან სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დონფრიდმა აშშ–ის მიერ საქართველოსთვის გაწეულ დახმარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონის დახმარება ხელს უწყობს, მათ შორის "დემოკრატიულ მმართველობის განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდას".

"ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენ გავხდით სტრატეგიული პარტნიორები და ვმუშაობთ ევროატლანტიკური ქვეყნების ოჯახში საქართველოს სრულად ინტეგრირების შესახებ ჩვენს საერთო ხედვაზე. შეერთებულმა შტატებმა 6 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო საქართველოსთვის დახმარების სახით, ათასობით ქართველი გაგზავნა შეერთებულ შტატებში კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისთვის და ათიათასობით ქართველი ჯარისკაცი გაწვრთნა საქართველოს ტერიტორიის დასაცავად და მის საზღვრებს გარეთ მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისთვის. აშშ-ის დახმარება ხელს უწყობს დემოკრატიულ მმართველობას, კანონის უზენაესობას, ენერგიულ სამოქალაქო საზოგადოებას და ეკონომიკურ ზრდას და ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. სამხრეთ კავკასიის ხალხი იმსახურებს მშვიდობიან ცხოვრებას, რაც მთელი რეგიონის კეთილდღეობას გაუხსნის გზას. აშშ-ის ადმინისტრაცია სრულად არის მოწოდებული ამ ღირსეული მიზნის მხარდასაჭერად“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S