Accentnews.ge
„სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“: „ხელისუფლებამ საბოლოოდ აირჩია რუსეთის მხარე“

„სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“: „ხელისუფლებამ საბოლოოდ აირჩია რუსეთის მხარე“

17/11/2022 12:02:32 პოლიტიკა

„სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“ ერობლივი განცხადებით ეხმიანებიან აშშ-ის სენატში საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებებს.

პარტიების საერთო განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს გამოსვლები და მათზე „ოცნების“ რეაქცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლებამ საბოლოოდ აირჩია რუსეთის მხარე.

პარტიების განცხადებით, სენატის მოსმენა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ევროპელი პარტნიორების მსგავსად, აშშ-საც ცხადად აქვს გაცნობიერებული საქართველოში ოლიგარქიული მმართველობისა და სახელმწიფოს მიტაცების სიმძიმე.

„არ უნდა შევწყვიტოთ ბრძოლა და განვამტკიცოთ პარტნიორების კეთილგანწყობა ქართველი ხალხის მიმართ. პოლიტიკური პარტიები „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „დროა“ სწორედ ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი მიზნის გარშემო გავერთიანდით. მხოლოდ ერთად ბრძოლითაა შესაძლებელი, რომ ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის სურვილი ვაქციოთ რეალობად: პროდასავლელი უმრავლესობა გავათავისუფლოთ მმართველი პრორუსი უმცირესობისგან, დავიბრუნოთ მიტაცებული სახელმწიფო და ვაქციოთ იგი ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვან წევრად. ამ მიზნის შესრულება ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების ხელშია“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის: 16 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ კარენ დონფრიდმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ საქართველოში ხედავენ დემოკრატიულ უკუსვლას, რაც მათთვის შემაშფოთებელია. მან ასევე ისაუბრა იმ განცხადებებზე, რომელიც საქართველოში აშშ-ის ელჩის წინააღმდეგაა მიმართული.

კომიტეტის სხდომაზე ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ ჯინ შაჰინმა თქვა, რომ საქართველოს დახმარება შეიძლება, დაუკავშირონ ქვეყნის ქმედებებს:

"რეალობა ისაა, რომ საქართველოში უდიდესი უკუსვლაა. ჩვენ ვუწევთ მნიშვნელოვან მხარდაჭერას რეფორმების დღის წესრიგისთვის. შეიძლება, ეს დახმარება უნდა დავუკავშიროთ საქართველოს მხრიდან ქმედებებს, მაგრამ დამარწმუნეს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა და პალატის წევრებმა ბიუჯეტზე მოლაპარაკების ბოლო რაუნდისას, რომ ამის გაკეთება შესაძლოა, არ იყოს კარგი, მაგრამ ჩემი აზრით, საჭიროა ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, რომ გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოზე".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S