ალიევი – ღარიბაშვილს: "აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობები ახალ შინაარსს იძენს"
18/11/2022 07:59:49 პოლიტიკა
აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, "ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე აგებული აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობები დინამიურად ვითარდება და ახლა ახალ შინაარსს იძენს". ამის შესახებ ალიევის წერილშია აღნიშნული, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით გამოუგზავნა.
„მჯერა, რომ ჩვენი რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის გაზრდის დიდი შესაძლებლობები არსებობს", -აღნიშნულია წერილში.


