Accentnews.ge
ღარიბაშვილი - ოპოზიციას: "მოგიწოდებთ, ჩაერთოთ 12 რეკომენდაციის შესრულებაში და მოახდინეთ დეპოლარიზაცია, ჩვენ ამის მაგალითს მოგცემთ"

ღარიბაშვილი - ოპოზიციას: "მოგიწოდებთ, ჩაერთოთ 12 რეკომენდაციის შესრულებაში და მოახდინეთ დეპოლარიზაცია, ჩვენ ამის მაგალითს მოგცემთ"

18/11/2022 09:35:49 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა პოზიციას მოუწოდა, ჩაერთოს ევრორეკომენდაციის შესრულების პროცესში. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

"რაც შეეხება ჩემს პოზიციას მოლოდინთან დაკავშირებით, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ჩვენი დეპუტატები 24 საათის განმავლობაში, შეიძლება ასე ითქვას, მუშაობენ მუხლჩაუხრელად იმისთვის, რომ ყველა ეს რეკომენდაცია ზედმიწევნით იქნას შესრულებული და არავის არც ერთი კითხვა არა დარჩეს პასუხგაუცემელი, თქვენ რას აკეთებთ, თქვენ? რატომ არ მონაწილეობთ სამუშაო ჯგუფებში? 12 რეკომენდაციიდან პირველი არის დეპოლარიზაცია, ანუ გეუბნებიან ევროპელი ლიდერები, რომ დაასრულეთ ეს სამარცხვინო ასე ვთქვათ რიტორიკაც და მტრობა ქვეყნის. და თქვენ რას აკეთებთ იმისთვის რომ მინიმუმამდე მაინც დაიყვანოთ ეს ისედაც პოლარიზებული გარემო? არაფერს, პირიქით ცეცხლზე ნავთს ასხამთ ყოველ დღე. სრული ბოიკოტი გაქვთ გამოცხადებული ისე, როგორც აცხადებდით მანამდე, ამ პროცესისადმი და აგრძელებთ საბოტაჟს ქვეყნის წინააღმდეგ, აი, ეს არის რეალობა, მეგობრებო. თქვენ თუ გინდათ სიმართლის მოსმენა და არა ამ ფარისევლობის და სიყალბის გაგრძელება. მე მოგიწოდებთ, რომ ჩაერთოთ ამ 12 რეკომენდაციის შესრულებაში და შეასრულოთ პირველი პუნქტი - მოახდინეთ დეპოლარიზაცია, ჩვენ ამის მაგალითს მოგცემთ და მზად ვართ, რომ კიდევ გავაგრძელოთ, ჩვენ კარი არ დაგვიხურავს თქვენთვის, მზად არიან ჩვენი გუდნის წევრები და მეც პირადად ყოველთვის ვაცხადებ ამის მზაობას, რომ ერთად ვიზრუნოთ ქვეყანაზე,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S