მანჯგალაძე – პრემიერს: "7-ჯერ იყავით აზიაში, ერთი უკრაინაში რომ ჩასულიყავით, რა იქნებოდა?!"
18/11/2022 09:57:19 პოლიტიკა
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გააკრიტიკა იმი გამო, რომ მთავრობის მეთაური ამ დრომდე უკრაინაში არ ჩასულა.
„როდესაც ამ ისტორიულ შანსს დაკარგავს ქვეყანა თქვენი დამსახურების გამო, რა ფორმით აპირებთ პასუხისმგებლობას? თქვენ ხომ იმის ამბიცია გაქვთ, რომ კერპთაყვანისმცემლები არ ხართ და ხართ საქართველოს პატრიოტები, საქართველოს მოქალაქეებს უთხარით, რა ფორმით აპირებთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, თუ ქვეყანა ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს? „მე ჩემი საქმე მაქვს, უკრაინაში ვერ ჩავალო“ და რა ვერ მოიცალეთ ასეთი, რა დაკავებული ხართ? 7-ჯერ თუ 8-ჯერ იყავით აზიაში, ერთხელ უკრაინაში რომ ჩასულიყავით, რა მოხდებოდა? ფარისევლობაზე რომ ლაპარაკობდით, უკრაინელ ბავშვებს რომ ხვდებით, უკრაინაში მთავრობის რომელიმე წარმომადგენელი რომ ჩასულიყავით, რა მოხდებოდა?“, - მიმართა მანჯგალაძემ ღარიბაშვილს.


