Accentnews.ge
ღარიბაშვილი – ოპოზიციის შესახებ: "ესენი რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, დაანგრევდნენ ქვეყანას, ჩააბარებდნენ რუსეთს"

ღარიბაშვილი – ოპოზიციის შესახებ: "ესენი რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, დაანგრევდნენ ქვეყანას, ჩააბარებდნენ რუსეთს"

18/11/2022 10:15:54 პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები რომ რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში ხელისუფლებაში ყოფილიყვნენ, „ქვეყანა პოლიგონად იქცეოდა“ და „საქართველოს რუსეთს ჩააბარებდნენ“. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

„ასეთი მასშტაბის ომი ევროპის კონტინენტზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა. ჩვენ არ ვართ არც ნატო-ს წევრი ქვეყანა, არც ევროპის კავშირის წევრი ქვეყანა, ვართ ოკუპირებული და რუსული ჯარი გვიდგას აქ. არ მოეწონათ ჩემი განცხადება და მთხოვდნენ, რომ მიგვეღო ჩარტერული თვითმფრინავები და აქედან გაეგზავნათ მოხალისეები საბრძოლველად. ამაზე ნებართვა უნდა გაეცა სახელმწიფოს. ეს იყო პირდაპირ ომში ჩართვის მცდელობა და გათვლილი იყო იმაზე, რომ რუსეთს შესაბამისი რეაქცია ექნებოდა და გაიხსნებოდა მეორე ფრონტი, როგორც ეს მათ უკრაინელ პარტნიორებთან ერთად დააანონსეს. მათ ღიად თქვეს, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა გვინდოდაო. ყოველგვარ სპეკულაციებს და პროგნოზებს დავანებოთ თავი, ეს ადამიანები რომ დღეს ხელისუფლებაში ყოფილიყვნენ, ანუ უკრაინელი ხელისუფლების პარტნიორები და მოკავშირეები, რომლებსაც სურდათ მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში, კითხვა მინდა დავუსვა ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს - ვინმეს ეჭვი გეპარებათ, რომ აქ მართლაც არ იქნებოდა მეორე ფრონტი? პოლიგონად გადააქცევდნენ ჩვენს ქვეყანას. ხელისუფლებაში არ არიან და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ აქ მეორე ფრონტი გახსნილიყო, ესენი რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, დაანგრევდნენ ქვეყანას, დაანგრევდნენ ქვეყანას საბოლოოდ, ჩააბარებდნენ რუსეთს. მათი ამოცანა იყო ასევე რევოლუციების მოწყობა.

პირდაპირ უნდა ითქვას, მათი გათვლა იყო, რომ მოხდებოდა საზოგადოების მღელვარება და რევოლუცია. ესეც ჩაუვარდათ! მიზანი მარტო ხელისუფლებაში მოსვლა კი არ არის, არამედ ის, რომ უკრაინელ პარტნიორებს დავალებები შეუსრულონ. პირდაპირ თქვეს უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა - „ეს მთავრობა არ არის ომისთვის მზად, არ არის ომის მთავრობა და რომ ყოფილიყო სააკაშვილი ხელისუფლებაში, იქნებოდა ომი“. ამაზე მეტი მტკიცებულება რა გინდათ? ახლა რომ დახტიხართ და რაღაც გარკვეულ პერფორმანსებს დგამთ, ეს რას ნიშნავს? რა ფარისევლობაა და რა სიყალბეა? თუ გინდათ კანდიდატის სტატუსის მიღება, კეთილი ინებეთ და იმუშავეთ ჩვენ ძვირფას კოლეგებთან ერთად! თუ არა, შეეშვით ამ სიყალბეს და ქვეყნის მტრობას და დაასრულეთ საბოტაჟი!“- მიმართა ღარიბაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S