Accentnews.ge
ღარიბაშვილი: "კეზერაშვილმა ჯერ ჯარი გაძარცვა, ახლა ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს"

ღარიბაშვილი: "კეზერაშვილმა ჯერ ჯარი გაძარცვა, ახლა ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს"

18/11/2022 10:22:00 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას „სტრატეგია აღმაშენებლის“ დამფუძნებელს გიორგი ვაშაძეს დაუპირისპირდა და ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟსა და შეთქმულებაში დაადანაშაულა.

ღარიბაშვილმა დავით კეზერაშვილს ვაშაძის “მმართველი” უწოდა.

„როგორ ბედავთ საერთოდ თქვენ, ადეიშვილის ყოფილი მოადგილე, ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იმ მახინჯი, მჩაგვრელი დიქტატორული რეჟიმის და სისტემის, რომელიც ადამიანებს კლავდა, აუპატიურებდა, აწამებდა, კერძო საკუთრების განცდა და ცნება საერთოდ არ არსებობდა ქვეყანაში, ძარცვავდა ბატონი კეზერაშვილი, თქვენი მთავარი ფორმალური თუ არაფორმალური მმართველი, ოლიგარქი, რომელმაც ჯერ ჯარი, ბიზნესი გაძარცვა და ახლა ევროპელი პენსიონერები, როგორ აძლევთ საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ აქეთ გადმოხვიდეთ შეტევაზე? ეს არის ჩვეულებრივი საბოტაჟი. ეს იყო შეთქმულება და ამაზე ვისაუბრეთ“, -მიმართა ღარიბაშვილმა ვაშაძეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S