Accentnews.ge
სამადაშვილი – ღარიბაშვილს: "ვის ატყუებთ, რომ არ სჭირდება პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისათვის კანდიდატი სტატუსის მიღებას?"

სამადაშვილი – ღარიბაშვილს: "ვის ატყუებთ, რომ არ სჭირდება პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისათვის კანდიდატი სტატუსის მიღებას?"

18/11/2022 10:50:56 პოლიტიკა

"ვის ატყუებთ, რომ არ სჭირდება პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისათვის კანდიდატი სტატუსის მიღებას?", – ასე მიმართა „ლელოს“ წევრმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პარლამენტში ინტერპელაციის წესით იმყოფება.

სამადაშვილის თქმით, "მთელი ევროპული საბჭო და პოლიტიკური სპექტრი შეთანხმებულია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ყველა მიმართულებით უკუსვლა აქვს".

„ძალიან რთული მოსასმენი იყო პრემიერ-მინისტრის გამოსვლა, რომელმაც ისევ აირჩია, ბევრი ტყუილი ეთქვა იმის ნაცვლად, რომ რაიმე მიღწევებზე ესაუბრა. სიბრალულის გრძნობა გამიჩნდა საკუთარი სამშობლოს მიმართ და მივხვდი, რომ ძალიან სწორი მოთხოვნაა ევროკავშირის მხრიდან, როდესაც გვთხოვენ დეოლიგარქიზაციას იმიტომ, რომ ბერა ივანიშვილის თანაშემწე არ შეიძლება ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყოს და ეს უნდა დასრულდეს, რათა საქართველოს მართლაც მიეცეს შანსი გახდეს ევროპული ქვეყანა. თქვენი ხელისუფლების ერთადერთი მიღწევა იყო ის, რომ ძალიან უგემოვნოდ შერჩეული მუსიკის ქვეშ ხელი მოაწერეთ იმ შეთანხმებებს, რომელზეც იმუშავა თქვენმა წინამორბედმა ხელისუფლებამ და სულ მაინტერესებდა, შალახო რატომ აირჩიეთ ასოცირების შეთანხმების გაფორმებისას? უცნაური გემოვნება გაქვთ, როგორც მუსიკაში, ასევე პოლიტიკაში.

ახლა თქვენ, ბატონო ირაკლი, გგონიათ, რომ ჩახვალთ ევროკავშირში ყველაზე მარგინალიზებულ, ევროპაში ყველაზე გარიყულ ლიდერთან, ბატონ ორბანთან. მერე მოატყუებთ ქართველ ხალხს, რომ რუსეთის „ტროას ცხენად“ მონათლული ორბანი (რომლის ხელისუფლებიდან წასვლასაც მთელი ევროპა ელოდება და ჯერჯერობით ამიტომ არ ართმევენ უნგრეთს ევროპულ საბჭოში ხმის მიცემის უფლებას) იქნება თქვენი ლობისტი ევროკავშირში. მთელი ევროპული საბჭო და პოლიტიკური სპექტრი შეთანხმებულია, რომ თქვენს ხელისუფლებას ყველა მიმართულებით აქვს უკუსვლა. მაინტერესებს, რას აპირებთ, თქვენი პარტია აპირებს თუ არა, რომ დატოვოს „ევროპელი სოციალისტების“ შემადგენლობა იმიტომ, რომ მათაც მიაჩნიათ, რომ ოლიგარქი არის ივანიშვილი, ქვეყანაში არის პოლიტიზირებული მართლმსაჯულება და თქვენ ხელისუფლებას არ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი ასე თუ გააგრძელებთ. ვის ატყუებთ, რომ არ სჭირდება პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისათვის კანდიდატი სტატუსის მიღებას? მესმის, რომ თქვენ არაფერი იცით ევროკავშირის, მაგრამ რადგანაც ევროპასთან ურთიერთობები ჩემი ხელმძღვანელობის ქვეშ ნამუშევარ ხალხს ჩააბარეთ, იმ ხალხმა იცის, მათ მოვუწოდებ, გამოიჩინეთ პატრიოტიზმი და სიმართლე უთხარით ამ კაცს, რომელიც მხოლოდ ივანიშვილის ინტერესების წარმოადგენს და არანაირი საერთო არ აქვს ამ ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებთან. სანამ ასე ისაუბრებს ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ამ ტრიბუნიდან, ვერანაირ კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს ეს სახელმწიფო“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S