Accentnews.ge
"ქუჩაში დავიძახე "სლავა უკრაინათქო" და ერთმა მომაძახა "სლავა რუსეთსო" და მერე კარგად გაიჩეჩქვა ის რუსი"

"ქუჩაში დავიძახე "სლავა უკრაინათქო" და ერთმა მომაძახა "სლავა რუსეთსო" და მერე კარგად გაიჩეჩქვა ის რუსი"

18/11/2022 11:23:28 პოლიტიკა

მოქალაქეების წევრი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ რუსს, რომელმაც თბილისის ქუჩაში "სლავა რუსეთს" დაიძახა, "მოხვდა ყურის ძირში". ამის შესახებ მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა და პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ქვეყანაში შემოსული რუსების რუსეთში გაბრუნებისკენ მოუწოდა.

"არ დავმალავ ცოტა ხნის წინ, უცხოელი სტუმრები მყავდა, ქუჩაში დავიძახე "სლავა უკრაინათქო" და ერთმა მომაძახა "სლავა რუსეთსო" და მოხვდა მერე ყურის ძირში. დეპუტატი ვარ თმენის ვალდებულება მავალდებულებს, მაგრამ არის საკითხები, სადაც არანაირი ვალდებულებები და კანონები არ მესმის. კარგად გაიჩეჩქვა ის რუსი. სანამ ასეთი ანგარიშსწორებები წავა, მოკიდეთ ხელი და გაყარეთ ესენი რუსეთში. რატომ ვაბედინებთ? ვართ თუ არა სახელმწიფო ეს მაინტერესებს. ბედავენ იმიტომ, რომ გონიათ, რომ ეს არის მორღვეული ღობე, დაბალი ღობე. მე მინდა ეს იყოს ღირსეული სახელმწიფო", – განაცხადა ელისაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S