Accentnews.ge
კობახიძე - „ხალხის ძალის“ განცხადების შესახებ: "NGO-სექტორის სიკვდილი არ არის ჩვენი მიზანი, ვნახავთ ინიციატივის შინაარსს, შემდეგ ვიმსჯელებთ"

კობახიძე - „ხალხის ძალის“ განცხადების შესახებ: "NGO-სექტორის სიკვდილი არ არის ჩვენი მიზანი, ვნახავთ ინიციატივის შინაარსს, შემდეგ ვიმსჯელებთ"

18/11/2022 11:38:33 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ NGO სექტორთან დაკავშირებით „ხალხის ძალის“ დღევანდელ განცხადებაზე მას შემდეგ იმსჯელებენ, რაც საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში დარეგისტრირდება.

"ისინი ამბობენ, რომ საუკეთესო დასავლური პრაქტიკის მიხედვით რაღაცა უნდათ, შემოგვთავაზონ. ვნახავთ, რა არის ეს, რამდენად შეესაბამება დასავლურ პრაქტიკას და ვიმსჯელებთ. NGO–სექტორის სიკვდილი არ არის ჩვენი მიზანი. ვნახავთ რა არის ინიციატივის შინაარსი, ამის მიხედვით ვიმსჯელებთ. არავის არავის სიკვდილი არ უნდა“, – განაცხადა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S