Accentnews.ge
აშშ–ის ელჩმა დეპუტატ ზარქუას მიერ ამერიკელი სენატორის უწმაწურად მოხსენიებაზე გააკეთა კომენტარი

აშშ–ის ელჩმა დეპუტატ ზარქუას მიერ ამერიკელი სენატორის უწმაწურად მოხსენიებაზე გააკეთა კომენტარი

18/11/2022 13:10:51 პოლიტიკა

არ მქონდა მოლოდინი, რომ რომელიმე ქართველი ამ სიტყვას გამოიყენებდა ვინმეს მიმართ,– ამგვარად უპასუხა საქართველოში აშშ–ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტების კითხვას საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ირაკლი ზარქუას მიერ ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის უწმაწური სიტყვით მოხსენიებას.

"ეს ნამდვილად შეუფერებელია და არ იყო საჭირო",– დასძინა ელჩმა.

***

დეპუტატმა ზარქუამ სენატორი შანჰინი მისი განცხადების კომენტირებისას უწმაწურად მოიხსენია.

მოგვიანებით მან ამგვარი განმარტება გააკეთა:

"დღევანდელ ფაქტს მინდა გამოვეხმაურო:

1. დღეს გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც ჩანს თითქოს შეურაცხვყოფ აშშ-ის სენატორს. რეალურად სენატორის შეურაცხყოფის მიყენების მიზანი ნამდვილად არ მქონია და აბსოლუტურად სხვა კონტექსტში ვხუმრობდი ჟურნალისტებთან ოფიციალური კომენტარის გაკეთებამდე, ვიდრე კამერებს ჩართავდნენ. მანამდე დაწყებული ხუმრობის გაგრძელებასთან რომ გვქონდა საქმე, ეს იქ მყოფმა ჟურნალისტებმაც კარგად იციან.

2. ნებისმიერ შემთხვევაში ვწუხვარ, თუკი ვინმემ ისე გაიგო ჩემი გამონათქვამი, რა კონტექსტით და მიზნითაც ნაცმედიამ გაავრცელა.

P. S. როგორც წესი, ასეთი შავი, არაოფიციალური მასალის გამოყენებას ჟურნალისტები არ კადრულობენ-ხოლმე, თუმცა, როგორც ჩანს, ჟურნალისტური მორალი მეასეხარისხოვანი ხდება, როდესაც სკანდალის ინტერესი დიდია", - წერს ზარქუა.

***

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის სხდომაზე სენატორმა ჯინ შაჰინმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, ვაშინგტონმა უნდა გადახედოს სტრატეგიას საქართველოსთან დაკავშირებით:

„რეალობა შემდეგია: საქართველოში ადგილი აქვს უზარმაზარ უკუსვლას. ჩვენ მნიშვნელოვნად ვეხმარებით საქართველოს, რეფორმების დღის წესრიგის მხარდასაჭერად. ვფიქრობ, რომ ამ დახმარების ნაწილი დამოკიდებული უნდა გავხადოთ საქართველოს ქცევაზე. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და წარმომადგენელთა პალატის წევრებმა, ბიუჯეტზე მოლაპარაკებების ბოლო რაუნდისას, დამარწმუნეს, რომ შეიძლება, ეს კარგი [ნაბიჯი] არ არის. თუმცა, იქნებ, დროა, გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოსთან დაკავშირებით?“, – მიმართა სენატორმა სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში კარენ დონფრიდს.

დონფრიდმა უპასუხა, რომ, აშშ-მა გამოხტა შეშფოთება ზოგი ქართველი პოლიტიკოსის მოქმედებებსა და განცხადებებზე, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ისინი არ გამოხატავენ ქართველი ხალხის უმრავლესობის აზრს:

„ვფიქრობ, პოლიტიკის შეფასება ყოველთვის კარგია და მზად ვარ, ეს საკითხი თქვენთან უფრო დეტალურად განვიხილო. თქვენთვის ცნობილია მიზეზები, რატომაც გვინდა, არსებული კურსი შევინარჩუნოთ. ჩვენ გამოვხატეთ შეშფოთება ზოგი ქართველი პოლიტიკოსის განცხადებასა და მოქმედებაზე. როგორც აღვნიშნე, არ ვფიქრობ, რომ ეს გამოხატავს ქართველი ხალხის უმრავლესობის [აზრს]“.

თავის მხრივ, შაჰინმა უპასუხა, რომ საქართველოს მთავრობამ უკან დაიხია ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსის მიღების დაპირებაზე. ამასთან, მიიჩნევს, რომ ქართველმა ხალხმა მთავრობას „მეტი ანგარიშვალდებულება უნდა მოსთხოვოს“:

„გეთანხმებით, მაგრამ ფაქტია, რომ ახლანდელმა მთავრობამ საზოგადოებას განუცხადა, რომ კანდიდატის სტატუსი უმთავრესი დაპირებაა. მთავრობამ ეს ასევე უთხრა აშშ-სა და ევროპულ საზოგადოებას. ნათელია, რომ მათ უკან დაიხიეს ამ დაპირებაზე. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, დავფიქრდეთ ვარიანტებზე და ვცადოთ, მათი პასუხისმგებლობა დავაყენოთ, ვაჩვენოთ, რომ ამას შედეგები აქვს და ზოგი შედეგი შეიძლება ეხებოდეს დახმარებას. სრულიად გეთანხმებით, რომ დამნაშავე არა ქართველი ხალხი, არამედ მთავრობაა. თუმცა, რაღაც მომენტში, [ხალხმა] მთავრობას მეტი ანგარიშვალდებულება უნდა მოსთხოვოს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S