Accentnews.ge
"პრემიერს, რომელსაც კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხის გარდა, უამრავი საქმე აქვს, ახერხებს 15–ზე მეტი ვიზიტი მარტო ამ მიზნით განახორციელოს"

"პრემიერს, რომელსაც კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხის გარდა, უამრავი საქმე აქვს, ახერხებს 15–ზე მეტი ვიზიტი მარტო ამ მიზნით განახორციელოს"

18/11/2022 13:45:11 პოლიტიკა

მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს რომელსაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების გარდა, უამრავი საქმე აქვს, ახერხებს 15–ზე მეტი ვიზიტი მარტო ამ მიზნით განახორციელოს".

კობახიძემ ჩამოთვალა პრემიერის მიერ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით განხორციელებული ვიზიტები:

  • "18 –20 თებერვალს შედგა პრემიერის ვიზიტი მიუნხენში, "მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის" ფარგლებში. არაერთი უმაღლესი დონის შეხვედრა ჰქონდა პრემიერს.
  • 4 –5 მაისი ვიზიტი იყო პოლონეთში, სადაც პრემიერი მონაწილეობდა "უკრაინის დონორთა კონფერენციაში" და იქაც იყო არაერთი უმაღლესი დონის შეხვედრა.
  • 17 –18 მაისი ვიზიტი იყო ბრიუსელში იყო, სადაც პრემიერი შეხვდა მიშელს, მეცოლას, ვარჰეისა და ბორელს. სხვა ვის უნდა შეხვედროდა არვიცი, როცა საუბარია კანდიდატის სტატუსის მიღებაზე, ნუ კუბილიუსი ვერ მოხვდა ამ სიაში სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ.
  • 24–25 მაისი ვიზიტი იყო დავოსში, სადაც გარდა იმისა, რომ პრემიერი მაღალი რანგის ფორუმში მონაწილეობდა, შეხვედრები იყო ასევე ლიეტუვისა და ესტონეთის პრეზიდენტებთან, ხორვატიის პრემიერთან, იმ ქვეყნების წარმომადგენლებთან იყო საუბარი, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ასეთი გადაწყვეტილების მიღებაში.
  • 2–4 ივნისი პრემიერი ეწვია სლოვაკეთს, სადაც გაიმართა გლობალური უსაფრთხოების ფორუმი, მათ შორის იყო ოფიციალური ვიზიტი და შეხვედრა ქვეყნის პრემიერთან და მხარეებს შორის საუბარი, რა თქმა უნდა, შეეხებოდა კანდიდატის სტატუსის საკითხს.
  • 29–30 ივნისი პრემიერი მონაწილეობდა ნატო–ს სამიტში, სადაც შედგა არაერთი მაღალი დონის შეხვედრა, მათ შორის შვედეთის პრემიერთან, ბრიტანეთის პრემიერთან , საფრანგეთის პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან და ასე შემდეგ.
  • 8 ივლისს პრემიერი ავსტრიას სტუმრობდა, სადაც შეხვედრები გამართა პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.
  • 6 სექტემბერს პრემიერის ბრიუსელს ეწვია, მან მონაწილეობა მიიღო ასოცირების საბჭოს სხდომაში, სადაც ასევე შეხვედრები შედგა ვარჰეისა და ბორელთან.
  • 13–14 სექტემბერს პრემიერი იყო გერმანიაში და შეხვედრები გამართა კანცლერსა და პრეზიდენტთან.
  • 20–24 სექტემბერს პრემიერმა გაერო–ს გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა.
  • 5 ოქტომბერს პრემიერი პრაღას ეწვია, სადაც იყო ევროკავშიროს მიერ ინიცირებული სამიტი, სადაც პრემიერმა გამართა პირისპირ შეხვედრები შარლ მიშელსა და ურსულა ფონ დერ ლაიენთან.
  • 6–7 ოქტომბერს პრემიერი სტუმრობდა ჩეხეთს, სადაც უმაღლეს დონეზე გაიმართა შეხვედრები მათ შორის ჩეხეთის პრემიერთან
  • 25– 26 ოქტომბერს ვიზიტი იყო უნგრეთში, სადაც პრემიერი შეხვედრების გაიმართა ქვეყნის პრემიერთან და სხვა უმაღლესი რანგის პირებთან.

ეს ყველაფერი არ ახსოვს რადიკალურ ოპოზიციას და მუდმივად აპელირებენ იმაზე, რომ ჩვენ არ გვაინტერესებს არ ვმუშაობთ. ამ დროს აქ საუბარია პრემიერის ჩართულობაზე ამ ყველაფერში. პრემიერს, რომელსაც უამრავი საქმე აქვს გარდა ამ საკითხისა, გარდა საგარეო პოლიტიკისა და კანდიდატის სტატუსის მიღებისა , პრემიერი ახერხებს, 15–ზე მეტი ვიზიტი განახორციელოს მარტო ამ მიზნით, რომ მაქსიმალურად მოხდეს ჩვენი ინტერესების ლობირება.

აღარ ვსაუბრობ სხვა დონის ვიზიტებზე, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს ჰქონდა 19 ვიზიტი ამ გასული 10 თვის განმავლობაში. ეს იმაზე საპასუხოდ, რომ თითქოს არ გვაქვს ინტერესი არ ვმუშაობთ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი მოწმობს იმას, რომ არის დიდი ინტერესი და სერიოზული ძალისხმევაა ჩადებული იმ საქმეში, რასაც ჰქვია ჩვენი ინტერესების ლობირება.

ეს ყველაფერი ხდება ზუსტად იმ პერიოდში, როცა თქვენ დასეირნოთ, იღებთ "სელფებს" და არამარტო დასეირნობთ, პირდაპირ ლობირებთ ქვეყნის ინტერესების საზიანოდ. არც აქ ხართ ჩართული კანონების მიღების პროცესში და იქ ქვეყნის საზიანოს მუშაობთ, ეს თქვენს სახეზე მეტყველებს", – მიმართა კობახიძემ ოპოზიციას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S