„პირდაპირ მთავრობასთან ვთანამშრომლობთ“: აშშ–ის ელჩმა კობახიძის პასუხად კვლავ განმარტა, რას ხმარდება ამერიკული დახმარება
18/11/2022 13:58:30 პოლიტიკა
საქართველოში აშშ–ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ საქართველოს აშშ–ის კონგრესის მტკიცე მხარდაჭერა აქვს. ამ კონტექსტში ახსენა მან კონგრესის კონკრეტული გადაწყვეტილებები.
„საქართველოს მიმართ მხარდაჭერა ამერიკის კონგრესში მტკიცეა და ამას ადასტურებს ის კანონმდებლობა, რომელიც მიღებულ იქნა ახლახანს. მაგალითად, საქართველოს მხარდაჭერის აქტი. ასევე შავი ზღვის უსაფრთხოების კანონმდებლობა და მისი ერთ–ერთი ნიციატორი სენატორი ჯინ შაჰინი იყო. ზოგადად, აშშ, ამერიკის კონგრესი რჩება ერთგული მხარდამჭერი საქართველოსუსაფრთხოების, ეკონომიკური განვიტარების და წარმატების“,– უპასუხა ელჩმა ჟურნალისტებს, რომელთაც მას სენატორ ჯინ შაჰინის განცხადების შესახებ ჰკითხეს. ამერიკელმა სენატორმა განაცხადა, რომ მისი აზრით, ვაშინგტონმა უნდა გადახედოს სტრატეგიას საქართველოსთან დაკავშირებით.
ამასთან, ჟურნალისტებმა ელჩს სთხოვეს კომენტარი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებაზეც, რომელიც ამერიკელი სენატორის პოზიციის შეფასებისას შეუდგა მტკიცებას, რომ აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარება „პრაქტიკული თვალსაზრისით ნაკლებად საინტერესოა“, რადგან მისი დიდი ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებზე იხარჯება.
ელჩმა მორიგ ჯერზე განმარტა, თუ რას ხმარდება აშშ–ის მიერ გამოყოფილი რესურსები:
„ალბათ, ის თუ სად მიდის ეს დახმარება, უნდა ვკითხოთ საქართველოს მოსახლეობას, მათ შორის, იმ ადამიანებს, რომელთაც აქვთ მიწის თხილის ფერმები, მოცვის, რძის პროდუქტების საწარმოები, რომლებიც მუდმივად იღებენ მხარდაჭერას. ასევე სტუდენტებს, რომლებიც გაცვლითი პროგრამებით მიდიან აშშ–ში და იქ იღებენ განათლებას; საზოგადოების მრავალ წევრს, რომლებიც სხვადასხვა გაცვლითი პროგრამებით მოგზაურობენ აშშ–ში. რა თქმა უნდა, ჩვენი დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილი ხორციელდება მთავრობასთან თანამშრომლობით, მათ შორის, თავდაცვის, სანაპირო დაცვის, სამართალდამცავი უწყებების, სასაზღვრო პოლიციის დახმარების პროგრამებით. პირდაპირ ვთანამშრომლობთ მთავარობასთან. ასევე, ჩვენი დახმარების ნაწილი მოდის ძალიან კარგ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც ეხმარებიან საზოგადოებას, რომ თითოეული ადამიანის ცხოვრება გაუმჯობესდეს. ეს არის მათი ძირითაი საქმიანობა. ამ 30 წლის განმავლოვაში ჩვენ დახმარების ძალიან კარგი ისტორია გვაქვს, რაც ჯამში თითოეული მოქალაქის ცხოვრების ხარისხის გუმჯობესებას ემსახურება, რადგან ჩვენ ვზრუნავთ ქართველ ხალხზე და ჩვენი სურვილია, ამ მრავალფეროვანი დახმარებით მივწვდეთ თითოეულ ადამიანს, თითოეიულ კუთხეს, იქნება ეს მთავრობასთან პირდაპირი თანამშრომლობით, თუ ინდივიდუალურად და არასამთავრობო ორგანიზაციების საშუალებით“.
***
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის სხდომაზე სენატორმა ჯინ შაჰინმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, ვაშინგტონმა უნდა გადახედოს სტრატეგიას საქართველოსთან დაკავშირებით:
„რეალობა შემდეგია: საქართველოში ადგილი აქვს უზარმაზარ უკუსვლას. ჩვენ მნიშვნელოვნად ვეხმარებით საქართველოს, რეფორმების დღის წესრიგის მხარდასაჭერად. ვფიქრობ, რომ ამ დახმარების ნაწილი დამოკიდებული უნდა გავხადოთ საქართველოს ქცევაზე. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და წარმომადგენელთა პალატის წევრებმა, ბიუჯეტზე მოლაპარაკებების ბოლო რაუნდისას, დამარწმუნეს, რომ შეიძლება, ეს კარგი [ნაბიჯი] არ არის. თუმცა, იქნებ, დროა, გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოსთან დაკავშირებით?“, – მიმართა სენატორმა სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში კარენ დონფრიდს.
დონფრიდმა უპასუხა, რომ, აშშ-მა გამოხტა შეშფოთება ზოგი ქართველი პოლიტიკოსის მოქმედებებსა და განცხადებებზე, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ისინი არ გამოხატავენ ქართველი ხალხის უმრავლესობის აზრს:
„ვფიქრობ, პოლიტიკის შეფასება ყოველთვის კარგია და მზად ვარ, ეს საკითხი თქვენთან უფრო დეტალურად განვიხილო. თქვენთვის ცნობილია მიზეზები, რატომაც გვინდა, არსებული კურსი შევინარჩუნოთ. ჩვენ გამოვხატეთ შეშფოთება ზოგი ქართველი პოლიტიკოსის განცხადებასა და მოქმედებაზე. როგორც აღვნიშნე, არ ვფიქრობ, რომ ეს გამოხატავს ქართველი ხალხის უმრავლესობის [აზრს]“.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შეუდგა მტკიცებას, რომ აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარება „პრაქტიკული თვალსაზრისით ნაკლებად საინტერესოა“, რადგან მისი დიდი ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებზე იხარჯება:
„ამ დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის NGO-ებზე, ამიტომ ეს ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა პრაქტიკული თვალსაზრისით. რაც შეეხება უსამართლო კრიტიკას, ჩვენთვის უსამართლო კრიტიკას არ აქვს ფასი. ფასი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ისეთ კრიტიკას, რომელსაც აქვს კონკრეტული საფუძველი. ამ შემთხვევაში ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ უსამართლო კრიტიკა, რასაც ჩვენთვის ფასი არ ექნება“, – განაცხადა კობახიძემ.
იხილეთ ასევე: საქარველომ საგარეო ურთიერთობების კონტექსტში მნიშვნელოვანი მონაპოვარი შესაძლოა, დაკარგოს?


