Accentnews.ge
ღარიბაშვილი –ოპოზიციას: "ატყუებთ ხალხს თითქოს რაღაც სასწაული მოხდება, თუ სტატუსს ვერ მივიღებთ"

ღარიბაშვილი –ოპოზიციას: "ატყუებთ ხალხს თითქოს რაღაც სასწაული მოხდება, თუ სტატუსს ვერ მივიღებთ"

18/11/2022 14:15:18 პოლიტიკა

"ატყუებთ ხალხს თითქოს რაღაც სასწაული მოხდება, თუ სტატუსს ვერ მივიღებთ", – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციას პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ქვეყანას ევროკავშირში გაწევრებისთვის წლები დასჭირდება.

„24 საათი ლაპარაკობთ სტატუსზე, გავიგეთ. აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ სტატუსი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩვენს თანამოქალაქეებს მინდა მივმართო, რომ კანდიდატის სტატუსი ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს მიღებული და ისინი ელოდებიან წევრობასაც და არაფერი განსაკუთრებული. წლები დასჭირდება, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროკავშრის წევრი. ამას სჭირდება მომზადება, ამას არ სჭირდება ფარისევლობა და ტყუილი – რომ გამოდიხართ და ატყუებთ ხალხს თითქოს რაღაც სასწაული მოხდება და დაინგრება ყველაფერი თუ არ მივიღებთ სტატუსს. სტატუსს მიიღებს საქართველო, რადგან ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ვაკეთებთ. რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩვენ ამისთვის ყველანაირ ნიადაგს ვქმნით, რომ ჩვენს პარტნიორებს ვაჩვენოთ სრული მზაობა", – მიმართა პრემიერმა ოპოზციას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S