Accentnews.ge
ღარიბაშვილი – ოპოზიციას: "ერთადერთი ხსნა გაქვთ, აირჩიოთ კლოუნი ხაბეიშვილი თავმჯდომარედ"

ღარიბაშვილი – ოპოზიციას: "ერთადერთი ხსნა გაქვთ, აირჩიოთ კლოუნი ხაბეიშვილი თავმჯდომარედ"

18/11/2022 14:21:31 პოლიტიკა

"ერთადერთი ხსნა გაქვთ ბატონო და ქალბატონო ოპოზიციის წარმომადგენლებო, რომ თავმჯდომარედ აირჩიოთ კლოუნი ხაბეიშვილი. დიდი გამოწვევაა, მაგრამ ეს არის თქვენი ხსნა", - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს პარლამენტის სხდომათა დარბაზში, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება.

როგორც მან აღნიშნა, ასეთი დეგრადირებული ოპოზიცია ათი წელია არ ახსოვს.

"ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, რომ რამენაირად შეგვეცვალა ჩვენი რადიკალური ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი მტრული დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ, კარგად ვიცით, რომ ეს არის უტოპია და ჩვენი ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. რა თქმა უნდა, მე, ყოველგვარი ემოციებისა და ენერგიის დახარჯვის გარეშე ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ სათითაოდ გიპასუხოთ იმიტომ, რომ თქვენ დემაგოგიას, სიცრუეს და ფარისევლობას ჩვენ ვუპირისპირებთ სიმართლეს. სიმართლე არის შემდეგი, რომ ჩვენ, თქვენგან განსხვავებით ვემსახურებით საქართველოს. მინდა დაგისვათ კიდევ ერთი კითხვა, კიდევ ერთხელ გააცნობიეროთ, თუ ვის ემსახურებით. ასეთი დასუსტებული, დაქსაქსული, დეგრადირებული რადიკალური ოპოზიცია მე არ მინახავს ათი წელია, ისევე, როგორც „ქართული ოცნება“ ასეთი ერთიანი და ერთ მუშტად შეკრული, რაც არის ჩვენი ქვეყნის განვითარების საწინდარი და საძირკველი. ერთადერთი ხსნა გაქვთ ბატონო და ქალბატონო ოპოზიციის წარმომადგენლებო, რომ თავმჯდომარედ აირჩიოთ კლოუნი ხაბეიშვილი. დიდი გამოწვევაა, მაგრამ ეს არის თქვენი ხსნა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S