ზურაბიშვილი: "ჩვენ გლობალური სამყაროს ნაწილად ყოფნა გვჭირდება"
18/11/2022 18:00:35 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანას გლობალური სამყაროს ნაწილად ყოფნა სჭირდება. ამის შესახებ მან ლონდონში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე "Globalize UK 2022" სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
"ზოგს შესაძლოა, სურდეს ჩვენი იზოლირება, ზოგს შესაძლოა, სურდეს იხილოს საქართველო, რომელიც უკან და უკან მიდის. მაგრამ, თუ საქართველოს მომავალ სამყაროში არსებობა სურს, ის გლობალური სამყაროს ნაწილი უნდა გახდეს", –განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, უცხოეთში მცხოვრები თითოეული ქართველი ყოველთვის დაკავშირებულია საქართველოსთან:
"კაპიტალია, როცა შეგვიძლია დიასპორასთან ამ კავშირის შენარჩუნება და როცა დიასპორა ჩართული გვყავს ქვეყნის განვითარებაში, საქართველოს ეკონომიკისა და კულტურის განვითარებაში".


