მორავეცკი: "ეჭვი არ გვეპარება, რომ საქართველო 2008 წელს და ყირიმი 2014 წელს იყო ისტორიის ახალი ერის დასაწყისი"
21/11/2022 06:39:47 პოლიტიკა
პოლონეთის პრემიერ–მინისტრ მატეუშ მორავეცკის განცხადებით, მის ქვეყანას ეჭვი არ ეპარება, რომ საქართველო 2008 წელს და ყირიმის ნახევარკუნძული 2014 წელს იყო ისტორიის ახალი ერის დასაწყისი. ამის შესახებ მან ფინელ კოლეგა სანა მარინთან შეხვედრისას განაცხადა.
"პოლონეთს ეჭვი არ ეპარება, რომ საქართველო 2008 წელს და ყირიმის ნახევარკუნძული 2014 წელს იყო ჩვენი ისტორიის ახალი ერის დასაწყისი. ეჭვი არ გვეპარება, რომ რუსული გაზი ისეთივე სახიფათოა, როგორც რუსული ტანკები. ეჭვი არ გვეპარება, რომ ჰიბრიდული თავდასხმა, პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე, იყო რუსეთის ქმედებების პრელუდია. ჩვენ, ორივე ქვეყანა ვეწინააღმდეგებით ამ საფრთხეებს, პოლონეთმა ააშენა კედელი ბელარუსის საზღვართან და ვაპირებთ, ავაგოთ ბარიერი პოლონეთ-რუსეთის საზღვარზე კალინინგრადის რეგიონში. ვიცი, რომ ფინეთიც ფიქრობს გარკვეულ ბერიერებზე, კედლებზე რუსეთის საზღვართან ასევე", - აღნიშნა მორავეცკიმ.
მისი თქმით, პოლონეთის საზღვრის უსაფრთხოება არ ეხება მხოლოდ მის ქვეყანას.


